დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელის შექმნა გადაწყვიტა

საქართველო, თბილისი - 11:28 | 21.10.2021
ნანახია: 376

შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარი სოციალური ქსელის შექმნის შესახებ განაცხადა.

ტრამპის განცხადებით, მან შექმნა სოციალური ქსელი TRUTH (სიმართლე) და კომპანია TMTG (Trump Media & Technology).

"შევქმენი სოციალური ქსელი დიდი ტექნოლოგიების ტირანიასთან დასაპირისპირებლად. ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც თალიბანს აქვს უზარმაზარი წარმომადგენლობა Twitter-ზე, მაგრამ თქვენი საყვარელი ამერიკელი პრეზიდენტი დადუმებულია. ეს მიუღებელია", - აცხადებს ტრამპი.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, იგი მოუთმენლად ელის, როდის დაიწყებს სიმართლის გამოქვეყნებას თავის სოციალურ ქსელში.

სოციალურმა ქსელებმა Twitter-მა და Facebook-მა დონალდ ტრამპის ანგარიშები 2021 წლის 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ შეაჩერეს. რამდენიმე დღეში, Twitter-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ გააუქმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე