ინდოეთში ავტობუსის მძღოლს მეტეორიტი თავზე დაეცა

საქართველო, თბილისი - 12:37 | 09.02.2016
ნანახია: 2123

ინდოეთის ქალაქ ველორში მეტეორიტის ჩამოვარდნისას მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მეტეორიტი კერძო კოლეჯთან ახლოს ჩამოვარდა. გარდაცვლილი სასწავლო დაწესებულების ავტობუსის მძღოლად მუშაობდა. შენობასთან, სადაც მეტეორიტი ჩამოვარდა, კრატერი გაჩნდა, მაშველებმა იქვე ციური სხეულის ფრაგმენტიც იპოვეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ინდოელი პირველი ადამიანი გახდა, რომელიც მეტეორიტს ესმხვერპლა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე