საქართველოს პრეზიდენტი რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს ვალერიუ შტეფან ზგონეას შეხვდა

საქართველო, თბილისი - 12:26 | 09.02.2016
ნანახია: 1526

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს ვალერიუ შტეფან ზგონეას შეხვდა.

შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე, ასევე, შავი ზღვის რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და საქართველოსათვის სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობა. 

რუმინეთი აგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის ფარგლებში.

შეხვედრისას ასევე, ისაუბრეს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების კურსზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

რუმინეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

შეხვედრას ესწრებოდნენ უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის მრჩევლები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე