ლევან ალაფიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესების მონაწილედ წარმოჩენა, ძალიან უსუსრი ბრალდებაა

საქართველო, თბილისი - 11:55 | 09.02.2016
ნანახია: 3319

ქვეყანაში კვლავ განახლდა კამათი თემაზ, უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირიშემუშავებულია კანონპროექტიც, რომელსაც მომხრეები დეპუტატებშიც ჰყავს, თუმცა მისი ინიცირებისათვის საჭირო 76 ხმის მოგროვება პარლამენტში ჯერ ვერ მოხერხდა.

ანიშნულის პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა სარჩელი, რომელიც ითხოვსძალადაკარგულად იქნას ცნობილი სამოქალაქო კოდექსის ერთ-ერთი ნორმა, სადაც ქორწინება განმარტებულია, როგორცქალისა და მამაკაცის ერთობა”. სარჩელის ავტორი ლგბტ თემის წარმომადგენელი და სექსუალურ უმცირესობათა უფლებადამცველი გიორგი ტატიშვილია, რომელიც ადრე აცხადებდა, რომ ტრანსგენდერია და მისი სახელია მაცაცო.

სასარჩელო მოთხოვნაა, საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად სცნოს სამოქალაქო კოდექსის 1106- მუხლი, რომელიც განსაზღვრავს, რომქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი”, რადგან ეს მუხლი წინააღმდეგობაში  მოდის კონსტიტუციის 36-  მუხლთან, რომელიც ქორწინებას ეხება.

ჯერჯერობით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი წარმოებაში არ მიუღია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „პრაიმნიუსჯორჯია“ კონსტიტუციონალისტ ლევან ალაფიშვილს ესაუბრა:

 

-როგორც მოსარჩელე მხარე ირწმუნება, ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაცია მოსახერხებელია სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლების კონსტიტსუციასთან შესაბამისობაში მოყვანით, სადაც ქორწინება განმარტებულია, როგორც „ქალისა და მამაკაცის“ ერთობა. თქვენი აზრით, სამართლებრივად რამდენად ლოგიკური მოთხოვნაა და რა მოტივაცია გააჩნია სარჩელის შინაარსს, რომელიც საჯარო განხილვისა და საზოგადოებრივი დაპირისპირების საგნად უკვე მერამდენედ იქცა?

-კონსტიტუცია არაფერს არ ამბობს ქორწინებაში მყოფ, ან შემსვლელ პირთა სქესთან დაკავშირებით, არამედ მოიხმობს ტერმინს „მეუღლეები“. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონსტიტუციის იგივე მუხლი სქესის გარდა, არც ასაკს მიუთითებს. სქესისა და ასაკის საკითხი განსაზღვრულია კანონით, რომელსაც სამოქალაქო კოდექსი ჰქვია. თუკი ასეთ ლოგიკას გავყვებით, მაშინ იგი ორივე საკითხის მიმართ ერთნაირი უნდა იყოს. თუკი, ვამბობთ, რომ კანონით ისეთი რეგულაციის შემოღება, რომელიც კონსტიტუციაში სახელობით განმარტებული არ არის, ეწინაღმდეგება კონსტიტუციას, მაშინ უნდა ვიყოთ თანმიმდევრული და ამ ორ საკითხზე ერთდროულად ვისაუბროთ. სინამდვილეში, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა არ არის, რადგან სახელმწიფოს განვითარება ფუნდამენტად ოჯახის საწყისს ეფუძნება (ამ შემთხვევეაში მხოლოდ საქართველოს არ ვგულისხმობ). ყველა ურთიერთობა მასთან არის დაკავშირებული, ან იქიდან გამომდინარეობს. თუკი, ამ მიმართულებით მსჯელობას განვავრცობთ, ვნახავთ, რომ ჩვენი კანონმდებლობა არავითარ შეზღუდვას, აკრაძალვას არ აყენებს არც ქონებრივი, არც მემკვიდრეობითი და არ შვილად აყვანის და არც იმ ფორმის თანაცხოვრების კუთხით, სადაც რეგისტრირებული ქორწინება შეიძლება, რომ არ არსებობდეს. მემკვიდრეობისთვის არსებობს ორი გზა: კანონისმიერი და ანდერძისმიერი. ყველა კონკრეტულ პირს აქვს საშუალება, რომ თუკი ის კანონით განსაზღვრული მემკვიდრეობის წრეში ვერ ჯდება და აქვს სურვილი, გადასცეს ქონება, შეუძლია დაწეროს ანდერძი იმ პირის სახელზე, ვისაც სურს, რომ გადაცეს. ეს გუშინაც ასე იყო და დღესაც ასეა.

-საკანონმდებლო წინააღმდეგობის არარსებობის პირობებში, რატომ აირჩია მოსარჩელე მხარემ საკონსტიტუცის სასამართლოს გზა. ხომ არ არის მცდელობა, რომ ვინმეს თვალში შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოში არარეგისტრირებული ქორწინების პრობლემა არსებობს?

-ამ კითხვაზე ყველაზე კარგ პასუხს არაერთი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქალისა და მამაკაცის შექმნილი ოჯახი, ან მათი თანაცხოვრების მაგალითები იძლევა. ქალებმა და მამაკაცებმა არარეგისტრირებულ თანაცხოვრების გზა აირჩიეს საკუთარ სამართლებრვ სივრცედ, მათ პრობლემა არ დაუნახავთ და ერთსქესიან წყვილთან მიმართებაში განსხვავება დგება შვილის ყოლის ნაწილში. როგორც ვხვდებით, სამართლებრივად კი არა, ბუნებრივადაც შეუძლებელია, რომ ერთი სქესის წყვილმა თანაცხოვრებით მიაღწიოს შვილის ყოლის მიზანს და ყველა შემთხვეევაში, ამ ნაწილში საუბარი არაბიოლოგიურ შვილობაზე უნდა მოხდეს. ამ ნაწილში ჩვენი კანონმდებლობა არანაიარ შეზღუდვას არ აწესებს. არა მხოლოდ საქართველოში, ეს არის ე.წ. უმცირესობების კუთხით წარმოჩენილი თემა, რომ მოხდეს მათი უფლებრივი გათანაბრება, თუმცა რა ნაწილში უნდა მოხდეს გათანაბრება, ეს ჯგუფები არასდროს მყარი პოზიციებით წარმოდგენილნი არ არიან. შეგახსენებთ, რომ ქონებრივი, სამოქლაქო და ა.შ. კანონმდებლობის გარდა, საკმაოდ დიდი ვნებათა ღელვის ფონზე, პარლამენტმა მოახრეხა და ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, ანუ არსებობს სამართლებრივი სივრცე, სადაც თანაცხოვრების გზით საკუთარი უფლებების რეალიზაცია შესაძლებელია. შეუძლებელი რომ იყოს რაიმე მიმართულებით, მაშინ ოპონირება შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ დღემდე ასეთი ამ არ მოგვისმენია.

-მოსარჩელე მხარის განცხადებით, ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებით შესაძლებელია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული სპეკულაციები დასრულდეს. ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ სინამდვილეში საქმე პირიქით არის?

-ეს განცხადება თავის თავში არაპირდაპირ მოიცავს იმას, რომ შესაძლოა, მისი ავტორი თავად არის ამ სპეკულაციის მონაწილეთა რიგში. სამართლებრივი საფუძვლები თუ ხდება ოპონირების საგანი და ეს სპეკულაცია თუ ჰგონია ვინმეს, ძალიან ცდება. როცა მითითება ხდება მხოლოდ კონსტიტუციის 36-ე მუხლზე იმ პირობებში, როცა ეს მუხლი სქესს საერთოდ არ ადგენს, თუ მას კარგად წავიკითხავთ, იგივე მუხლის მე-3 პუნქტში წერია, რომ დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონითო. სარჩელის პატრონმა უნდა გასცეს კითხვას პასუხი: ეს პუნქტიც ხომ არ შევცვალოთ, სადაც დედაა მითითებული და თავისთავად საქესთან არის დაკავშირებული? აქაც ანტიკონსტიტუციურობასთან ხომ არა გვაქვს საქმე?

-გამორიცხავთ, რომ მოსარჩელე მხარემ საკუთარი სარჩელის აბსურუდულობის შესახებ იცის, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლოში მისი განხილვა მისთვის სასურველ შედეგს ვერ დადებს და უმცირესობის სახელით სპეკულირებას სწორედ ამის გამო აქვს ადგილი?

-დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო ყოველთვის არ არის სამართლებრივი მიზნის მიღწევის საშუალება. ხშირად, განსაკუთრებით, განვითრებად, ან გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში სასამართლო დარბაზები არაერთხელ ქცეულა სხვადასხვა ინტერესების, ან ინტერესთა ჯგუფების ყურადღების მისაქცევ ასპარეზად. არ გამოვრიცხავ, რომ ეს სარჩელიც იყოს ყურადღების მიპყრობის ერთერთი ხერხთაგანი. რა ხანია, სამოქალაქო სექტორი ადამიანის უფლებების დაცვის დარგში პროფესიული თვალსაზრისით საკმაოდ ძლიერია ქვეყნაში და სამოქალაქო კოდექსის მიღების დროს რატომ არავის დაებადა კითხვები, მაშინაც ხომ იყო შესაძლებელი სასამართლოსთვის მიემართა ვინმეს ამ ნორმის არაკონსტიტუციურობის თაობაზე? ვფიქრობ, რომ შეეძლო, მაგრამ არ მიმართეს, რადგან რეალურად არ იყო საკმარისი, ან მყარი არგუმენტი საამსიოდ. მეტსაც გეტყვით: იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დროს, კონსტუტუციური ჩანაწერი, რომ ადამიანის უფლებების ნაწილში, რომელიც თანასწორობას უსვამს ხაზს, წერია, რომ დაუშვებელია განსხვავებული მიდგომები და ერთერთი ასეთი მიდგომა სქესის მიხედვითო. ეს ხომ დოქტრინალური საკითხია, რაზეც დგას სახელმწიფოებრიობა და სამართალი. იმ ლოგიკით, რაც ახლა მიდის, საზოგადოებაში წარიმართა მსჯელობა, რომ თუკი ვსპობთ სქესს, როგორც ბიოლოგიურს და სამართელბრივს, მაშინ სახელმწიფო სამართლის დოქტრინალური რევიზიის მომხრეც უნდა ვიყოთ, რადგან არაერთ კანონში ვნახავთ სიტყვა „დედა, მამა, და“...გამოდის, რომ ეს ყველაფერი უნდა წავშალოთ და შესაძლებლად მიაჩნია ვინმეს, რომ დედა მამრობითი სქესის შეიძლება იყოს? ეს ხომ ის დოქტრინაა, რაზეც თანამედროვე სამართალი დგას და არა მხოლოდ საქართველოში.

-უკვე არაერთხელ ითქვა, რომ ერთსქესიან ქორწინებასთან დაკავშირებული თემატიკა საფუძველშივე არის პოლიტიზირებული და მისი სამართლებრივი მხარე აბსურდულია. ამის მიუხედავად, ამ საკითხით მანიპულირება საზოგადოებრივ მღელვარებას ყოევლთვის იწვევს. იქნებ, კონკრეტულად ვთქვათ, რომ ინტერესთა ჯგუფის მიზანი სინამდვილეში ეს არის და სასამართლოში მისი გადატანა, გამოყენებული შეიძლება იქნას პოლიტიკური პროცესების ინსტრუმენტად?

-არ ვფიქრობ, რომ დღეს საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები არის იმ ხარისხის, კონდენციისა და შინაარსის, რომელსაც შეიძლება, რომ პოლიტიკური დებატები ვუწოდოთ. თუმცა, მცდელობა იყო, არის და იქნება. მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ეს თუ ის თემა, არ შეიძლება, ამის მიხედვით პოლიტიკური დღის წესრიგი განვსაზღვროთ. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხს საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა ყოველგვარი პოლიტიკის მიღმა დაინახავს და შესაბამისად ადგილს დატოვებს სასამართლოსთვის.

-რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს ამ საკითხს თუნდაც სასამართლო კუთხით, მითუმეტეს, რომ სარჩელი შტანილია საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლის მიმართ პოლიტიკური თვალსაზრისით საზოგადოების ნეგატიური განწყობები არსებობს?

-საკონსტიტუციო სასამართლოსთან და მითუმეტეს, პოლიტიკასთან ვერანაირად ვერ დავაკავშირებ, რადგან, თუნდაც, 2012 წლის შემდგომ, არაერთი გადაწყვეტილება გვინახავს, რომელიც რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ან საზოგადოებას არ მოსწონებია, მაგრამ საკონეტიტუციო სასამართლოს ის მაინც მიუღია. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დარჩება კონსტიტუციის სადარაჯოზე, სწორედ სამართლის დოქტრინალური საკითხებიდან გამომდინარე იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას. მოეწონება ვინმეს, თუ არ მოეწონება, სხვა საკითხია. საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური მნიშვნელობის თემები კი არა, არამედ სახელმწიოფოებრივი საკითხები იხილება. შესაძლოა, მონაწილე ფიგურა იყოს სხვადასხვა, მაგრამ მართლმსაჯულებისგან განსხვავებით, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური კონტროლის ორგანოა და ახორციელებს შეზღუდულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან უფლებამოსილებას. სარჩელის შტანა თავისთავად არაფერს ნიშნავს. სარჩელი შესატანად ხელმისწვდომობა ყველასთვის გარანტირებული და უზრუნველყოფილია. ვინც ელექტრონულ ფორმას სწორად შეავსებს და ბაჟის გადასახად 10 ლარს გადაიხდის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეტანა ყველას შეუძლია. თუკი ფორმალური საკითხი სახეზეა, სასამართლო სარჩელს წარმოებაში იღებს და იწყება პროცედურები, რასაც კანონი განსზღვრავს. ასე რომ, საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესების მონაწილედ წარმოჩენა ძალიან უსუსრი ბრალდებაა და დარწმუნებული ვარ, ასეთი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება.

„პრაიმნიუსჯორჯია“, ხათუნა ხატიაშვილი

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე