რუსეთი ნატო-სთან თავისი წარმომადგენლობის მუშაობას აჩერებს

საქართველო, თბილისი - 16:33 | 18.10.2021
ნანახია: 352

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ნატო-სთან თავისი წარმომადგენლობის მუშაობას აჩერებს.   მისივე თქმით, მოსკოვში მუშაობას წყვეტს ნატო-ს საინფორმაციო ბიუროც.

"ნატო-ს ქმედებების საპასუხოდ, ვაჩერებთ ჩვენს მუდმივ წარმომადგენლობას... მათ შორის მთავარ სამხედრო წარმომადგენლობის მუშაობას, სავარაუდოდ 1 ნოემბრიდან, ან შესაძლოა, ამას კიდევ რამდნიმე დღე დასჭირდეს", - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ, რუსეთის წარმომადგენლობის რვა თანამშრომლის გააძევების საპასუხოდ მიიღო.

ლავროვის თქმით, ნატო-სა და რუსეთს შორის კომუნიკაცია ბელგიის სამეფოში რუსეთის საელჩოს მეშვეობით განხორციელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე