​ჩემი რეკომენდაციაა, კონსილიუმი შედგეს უფრო ადრე, ვიდრე სამშაბათს - სააკაშვილის პირადი ექიმი

საქართველო, თბილისი - 16:51 | 17.10.2021
ნანახია: 472

​ჩემი რჩევა და რეკომენდაციაა რომ კონსილიუმი შედგეს უფრო ადრე, ვიდრე სამშაბათს, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი ამბობს, რომ 17 დღიანი შიმშილობის შემდეგ, სახეზეა სისუსტე და სიფერმკრთალე.  ყიფშიძის თქმით, ჰოსპიტალიზაცია ამ ეტაპზე საჭირო არაა.

ექიმთა კონსილიუმი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უნდა იმსჯელოს, ციხეში შესვლას სამშაბათს გეგმავს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე