მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას არ გამორიცხავს

საქართველო, თბილისი - 10:51 | 09.02.2016
ნანახია: 1823

ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე თავისი კანდიდატურის დაყენებას არ გამორიცხავს. მან ამის შესახებ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამრიკელი ამომრჩევლები უკეთესს იმსახურებენ.

იანვარში ამერიკულ მედიაში გამოქვეყნდა პუბლიკაციები მილიარდერის კამპანიის დაწყების შესახებ. მანამდე თავად ბლუმბერგს საჯაროდ კანდიდატურის წამოყენების შესახებ განცხადება არცერთხელ არ გაუკეთებია.

ბლუმბერგი საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის დამფუძნებელია.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე