პეტიციაზე ხელმომწერ მღვდელმთავრებს მივმართავ, ერთხელ მაინც თუ შეხვედრიხართ ტანჯვა-წამება გამოვლილ ოჯახებს - მეუფე დიმიტრი

საქართველო, თბილისი - 22:06 | 15.10.2021
ნანახია: 568

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე ხელმომწერ მღვდელმთავრებს გამოეხმაურა.

მეუფე დიმიტრის განცხადებით, შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან, მტანჯველი კი სინანულს უნდა განიცდიდეს.

"შერიგება საღმთო საქმეა, ჩვენი რწმენის დედა აზრი და საფუძველთა საფუძველი, შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან, მტანჯველი კი სინანულს უნდა განიცდიდეს, პეტიციაზე ხელმომწერ მღვდელმთავრებს მივმართავ, ერთხელ მაინც თუ შეხვედრიხართ ამ ტანჯვა-წამება გამოვლილ ოჯახებს, მათი ჭირ-ვარამი თუ მოგისმენიათ?", - წერს მიტროპილიტი სოციალურ ქსელში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე