თუ გიგი უგულავამ დაარღვია კარანტინის წესები, თავისუფლად დაჯარიმდება - შს მინისტრის მოადგილე

საქართველო, თბილისი - 14:53 | 15.10.2021
ნანახია: 529

შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მერობის კანდიდატი გიგი უგულავა დაჯარიმდეს.

"რაც შეეხება გიგი უგულავას, თუ მან დაარღვია კარანტინის წესები, თავისუფლად დაჯარიმდება ამისთვის,"- განაცხადა დარახველიძემ.

შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს გიგი უგულავა აქციაზე იმყოფებოდა, დაახლოებით ერთი კვირის წინ მას კოვიდი დაუდასტურდა. გიგი უგულავას განცხადებით, აქციაზე გასვლამდე მან ტესტი ჩაიტარა, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა, ხოლო აქციაზე მისვლა ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე