კანადა ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ავიადარტყმებს წყვეტს

საქართველო, თბილისი - 10:36 | 09.02.2016
ნანახია: 1833

კანადა ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ავიადარტყმების შეწყვეტას 22 თებერვლამდე აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა.

მისი თქმით, ავიადარტყემები ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხანგრძლივი სტაბილურობის გარანტიას არ იძლევა.

ამავე დროს კანადა ახლო აღმოსავლეთში ორი სადაზვერვო თვითმფრინავის დატოვებას მაინც აპირებს. ასევე გაზრდის კანადელი სამხედრო ინსტრუქტორების რაოდენობას რეგიონში.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე