მეუფე მელქისედეკი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მივიდა

საქართველო, თბილისი - 14:05 | 15.10.2021
ნანახია: 588

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა.

მეუფე მელქისედეკი ერთ-ერთია იმ სასულიერო პირთაგან, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას მოაწერა ხელი.

მანამდე მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მოინახულა.

მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. პატიმრობის პირველივე დღიდან სააკაშვილმა შიმშიბლობა გამოაცხადა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე