ჩვენი ინფორმაციით, რუსთავის მე-17 კოლონიაში ბუნტია - ნიკა გვარამია

საქართველო, თბილისი - 18:28 | 14.10.2021
ნანახია: 599

მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ  რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ბუნტია.

"დაიწყეს ყველაფრის დახშობა. შესაძლებლობის ზღვარზე ვმუშაობთ.

 ამასობაში, ჩვენი ინფორმაციით, რუსთავის მე-17 კოლონიაში ბუნტია და გამოკეტილი ყავს დაცვა პატიმრებს",-წერს ნიკა გვარამია Facebook-ზე.

ცოტა  ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსთავის მე-17 პენიტენციური დაწესებულების სასადილოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. მოგვიანებით, პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, რდაწესებულებაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოები მიმდინარეობს და ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 6 ეკიპაჟი და 11 სახანძრო მანქანაა მობილიზებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე