როდესაც დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება - მეუფე იოანე მიხეილ სააკაშვილზე

საქართველო, თბილისი - 12:16 | 14.10.2021
ნანახია: 684

როდესაც დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება,  - განუცხადა ჟურნალისტებს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციასთან დაკავშირებით.

"ქვეყნის ინტერესია კანონი იყოს დაცული. თუ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს, მაშინ ქვეყანა აღარ არის. [სამართლიან სასამართლოზე კითხვები ჩნდება] იცით რა?! თქვენ ეს კითხვა ახლა გიჩნდებათ და 2005-ში, 2006-ში, 2007-ში, 2008-ში არ გაგიჩნდათ ეს კითხვა?! 100 000-იანი მიტინგები რომ დაარბიეს, ბიზნეს არეკეტებდნენ, მკვლელობები ხდებოდა, მაშინ თქვენ კითხვები არ გქონდათ, ეხლა გაგიჩნდათ კითხვები არა?! როდესაც დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება", - თქვა მეუფე იოანემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე