ქრისტე გვასწავლის მიტევებას, შენდობას, პატიებას - მიტროპოლიტი ანანია სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელს მოაწერს

საქართველო, თბილისი - 11:56 | 14.10.2021
ნანახია: 498

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია ხელს მოაწერს.

მიტროპოლიტმა სვეტიცხოვლობის წირვაზე შესვლამდე თქვა "ტაძართან ვართ ჩვენ, ქრიტე გვასწავლის მიტევებას, შენდობას, პატიებას".

კითხვას მოაწერს თუ არა ხელს პეტიციას, განაცხადა, რომ "აუცილებლად".

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ, მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, შემოქმედის მიტროპოლიტმა იოსებ კიკვაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე