ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულ ზვიად თავდგირიძის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება

საქართველო, თბილისი - 11:13 | 12.10.2021
ნანახია: 595

კლინიკა „მედცენტრში“ აცხადებენ, რომ ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 37 წლის ზვიად თავდგირიძის მდგომარეობა გაუმჯობესდა  და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. იუწყება პირველი არხი.

„პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა. იგი საკმაოდ აქტიური გახდა. ხვალ ვგეგმავთ პალატაში გადავიყვანოთ, რეაბილიტაციას დასჭირდება ხანგრძლივი დრო, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა, მედეა ქაჯაიამ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი  8 ოქტომბერს ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი.

შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე