უკრაინაში არავაქცინირებულ პირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა აეკრძალებათ

საქართველო, თბილისი - 20:42 | 11.10.2021
ნანახია: 604

უკრაინის ხელისუფლებამ 21 დეკემბრიდან არავაქცინირებულ პირებს რეგიონთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა აეკრძალათ „ყვითელ“, „ნარინჯისფერ“ და „წითელ“ ზონებში.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საუბარია ავტობუსებზე, საავიაციო და სარკინიგზო ტრანსპორტზე, რომლებიც ოლქებს შორის მოძრაობენ.

აკრძალვა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც აქვთ ბოლო 72 საათში აღებული „პისიარ“ ტესტი.

ამასთან, ახალი წესები არ გავრცელდება საქალაქო ტრანპორტსა და ოლქებს შიდა სამგზავრო გადამყვანებზე.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის თვალსაზრისით უკრაინა საფრთხის ოთხ ზონად არის დაყოფილი: „მწვანე“, „ყვითელ“, „ნარინჯისფერ“ და „წითელ“ ზონებად.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე