ეკონომიკის დარგში 2021 წლის ნობელის ლაურეატები დასახელდნენ

საქართველო, თბილისი - 17:39 | 11.10.2021
ნანახია: 559

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია დევიდ ქარდს, ჯოშუა ანგრისტს და გვიდო იმბენსს გადაეცათ.

ქარდმა ჯილდო შრომის ეკონომიკაში ემპირიული, ანგრისტმა და იმბენსმა კი მიზეზ-შედეგობრივ ანალიზში მეთოდოლოგიური წვლილისთვის მიიღეს.

მეცნიერებათა სამეფო აკადემია ყოველწლიურად გადასცემს პრემიას ეკონომიკის დარგში, იმის მიუხედავად, რომ ის არ მიეკუთვნება მათ რიცხვს, რომლებიც ალფრედ ნობელიმ 1895 წლის ანდერძში დაიბარა. აღნიშნულ სფეროში პრემია შვედეთის სახელმწიფო ბანკმა 1968 წელს დაარსა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე