1-ლი ოქტომბერი არის ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე, ბიძინობა სწორედ ამ კონტექსტში ვახსენე - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:00 | 11.10.2021
ნანახია: 418

პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ 1-ელ ოქტომბერს "ბიძინაობა" ქართველი წმინდანის, ბიძინა ჩოლოყაშვილის კონტექსტში ახსენა.

მისი თქმით, 1-ლი ოქტომბერი ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღეა.

"ოპონენტებს მინდა შევახსენო, 1-ლი ოქტომბერი არის ქართველი წმინდანის, ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე და ბიძინაობა ეს არის საყოველთაოდ ცნობილი დღე, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ქართველი წმინდანის, ბიძინა ჩოლოყაშვილის დღეს. სწორედ აქედან გამომდინარე ვახსენე აღნიშნული თარიღი ბიძინობა და სწორედ ამ კონტექსტში ვახსენე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

1-ელ ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია, შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილს ბიძინაობა მიულოცა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე