ჩვენი პრიორიტეტია, მიშა ვიხილოთ ჯანმრთელი და თავისუფალი - ედუარდ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:55 | 11.10.2021
ნანახია: 516

რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შვილები მივიდნენ.

ედუარდ და ნიკოლოზ სააკაშვილებს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა მამას ციხეში შეხვდნენ.

"მე გიული და ნიკუშა მოვედით, რომ მამაჩემი ვნახოთ დღეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცა ამის საშუალება მე-10 დღეს და ამას დიდი ხანი ველოდებოდით, ახლა ჩვენი პრიორიტეტი, როგორც ოჯახის, არის რომ მიშა ვიხილოთ ჯანმრთელი, თავისუფალი და მადლობა ყველას ვინც ამ მიზანს იზიარებს",  - თქვა ედუარდ სააკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე