აშშ-ში დააკავეს ინჟინერი, რომელიც ბირთვული წყალქვეშა ნავების მონაცემების გაყიდვას ცდილობდა
საქართველო, თბილისი - 12:42 | 11.10.2021 ნანახია: 1046
შეერთებულ შტატებში დააკავეს სამხედრო ინჟინერი და მისი ცოლი, რომლებიც საღვარგარეთ ამერიკული ბირთვული წყალქვეშა ნავების შესახებ საიდუმლო მონაცემების გაყიდვას ცდილობდნენ. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში წყვილი ჯონათან და დიანა თოებეეები საიდუმლო მასალებს აწვდიდნენ გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტს, რომელიც თავს უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლად ასაღებდა.
ოჯახური წყვილს ბრალი დანაშაულებრივ შეთქმულებასა და ბირთვული ენერგიის შესახებ კანონის სავარაუდო დანაშაულისთვის წაუყენეს.
ჯონათან თოებე მუშაობდა ბირთვულ ინჟინრად აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებში ბირთვული დანადგარების შემუშავების პროგრამაში და ჰქონდა წვდომა სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ მონაცემებზე, მათ შორის ელემენტების დიზაინზე, რეაქტორების მუშაობის პარამეტრებსა და მახასიათებლებზე, რომელიც ბირთვულ წყალქვეშა ნავებზე გამოიყენება.
გამოძიების თანახმად, 2020 წლის 1 აპრილს თოებემ ფოსტით უცხო ქვეყნის მთავრობას გაუგზავნა საიდუმლო მასალების ნაწილი და შესთავაზა დანარჩენი მონაცემების გაგზავნაც. ეს წერილი ხელში ჩაიგდო გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, რის შემდეგაც ინჟინრისა და მისი ცოლის მიმართ დაიწყო თვალთავლი.
2021 წლის ივნისში, ოჯახური წყვილი გაემგზავრა დასავლეთ ვირჯინიაში, სადაც კაფეში აპირებდა საიდუმლო მონაცემების დატოვებას. ჯონათან თოებემ ცოლის დახმარებით სენდვიჩში მოათავსა SD-ბარათი საიდუმლო მასალებით. 2021 წლის 28 აგვისტოს წყვილმა ჩაატარა მსგავსი ოპერაცია, მაგრამ ამ ჯერზე მინაცემების მატარებელი მოათვსა საღეჭი რეზინის შეფუთვაში.
2021 წლის 9 ოქტომბერს სავარაუდო დამნაშავეები დააკავეს. თუ რომელი ქვეყნისთვის აპირებდა წყვილი ამერიკული ბირთვული წყალქვეშა ნავების რეაქტორების გეგმის გადაცემას, იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციაში საუბარი არ არის.
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში - არჩილ გორდულაძე
- თავისუფლების მეგობრები დამწუხრებული არიან ანტიამერიკული "ქართული ოცნების" მხარდაჭერით ირანის ტერორისტული რეჟიმის მიმართ - ჯო უილსონი
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
სამართალი
- თელავში, ორსულ მეუღლეზე ძალდობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავეს
- მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მოუწევთ, ქვას ქვაზე დავადუღებ - ეკა კუპატაძე
- გურიაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- პენტაგონი ირანში ხანგრძლივი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება - Washington Post
- თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ამის აღიარების ეშინია - დონალდ ტრამპი
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















