სანამ არ გავალთ 60-70% აცრის მაჩვენებელზე, ვერ დაესმევა წერტილი ეპიდემიას - ამირან გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 13:30 | 10.10.2021
ნანახია: 634

სანამ არ გავალთ 60-70% აცრის მაჩვენებელზე, მანამდე ვერ დაესმება წერტილი ამ ეპიდემიას და სულ, ყოველ 2-3 თვეში გვექნება სხვადასხვა ინტენსივობის ტალღები , - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

"თუ ასე გაგრძელდა და ვერ ავწიეთ იმუნიზაციის ყოველდღიური მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, იმ 60%-ზე ვერ გავალთ. ვნახოთ, როგორი იქნება დამყოლობა მოსახლეობის მხრიდან. უნდა გავითავისოთ ყველამ, რომ აცრა აუცილებელია, პირველ რიგში, იმ ადამიანისთვის, ვინც იცრება, მერე მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის და ყველა მის ირგვლივ მყოფი ადამიანისთვის.

ამიტომ, ყველა დამსაქმებელს მინდა ვთხოვო - მოიკითხონ როგორია მის დაწესებულებაში აცრის მაჩვენებელი. სანამ არ გავალთ 60-70% აცრის მაჩვენებელზე, მანამდე ვერ დაესმება წერტილი ამ ეპიდემიას და სულ, ყოველ 2-3 თვეში გვექნება სხვადასხვა ინტენსივობის ტალღები, რომელიც მოიტანს როგორც ადამიანურ, ისე ეკონომიკურ დანაკარგს ქვეყნისთვის", - თქვა გამყრელიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე