საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:13 | 10.10.2021
ნანახია: 452

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 246-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 490 პირს დაუდასტურდა, 2 056 პაციენტი გამოჯანმრთელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე