დიდ თეატრში, საოპერო სპექტაკლის დროს მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 00:21 | 10.10.2021
ნანახია: 654

მოსკოვის დიდი თეატრში, მსახიობი სპექტაკლის დროს დეკორაცის შეცვლის დროს სცენაზე გარდაიცვალა. ამ დროს თეატრში ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის ოპერა „სადკოს“ წარმოდგენა იმართებოდა.

არსებული ინფორმაციით, არტისტმა დეკორაციის შეცვლისას ვერ შეამჩნია ზემოდან დაშვებული რამპა, რომელმაც ის სასიკვდილოდ გასრისა.

გარდაცვლილი 37 წლის იყო.

მომხდარი ტრაგედიის გამო სპექტაკლი შეწყდა და მაყურებლებმა დარბაზი დატოვეს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე