ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა კოალიციამ გაიმარჯვა

საქართველო, თბილისი - 23:33 | 09.10.2021
ნანახია: 587

ოპოზიციურმა კოალიციამ „ერთად“, რომელიც სამი ლიბერალური პარტიისა და მოძრაობისგან შედგება, ჩეხეთის საპარლამენტო  არჩევნებში გაიმარჯვა.

მედიის ინფორმაციით, ბიულეტინების 99,9 პროცენტის დათვლის შედეგად კოალიცამ „ერთად“ ხმათა 27,7 % მიიღო და მას ვერცერთი პარტია ვეღარ დაეწევა.

მეორე ადგილი მმართველმა ცენტრისტულმა მოძრაობა ANO-მ დაიკავა, რომელსაც პრემიერი და ოლიგაქრი ანდრეი ბაბიში ხელმძღვანელობს. ის გამარჯვეულს 0,6 პროცენტით ჩამორჩა და ამომრჩეველთა ხმების 27,1% დააგროვა. ჩეხეთის მედიის ცნობით, მთავრობის მეთაურმა დამარცხება უკვე აღიარა. მესამე ადგილი კი კიდევ ერთ ლიბერალურ კოალიციას ერგო, რომელმაც ხმების 15% მიიღო.  

ორივე ლიბერალური კოალიციის ლიდერმა უკვე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მოლაპარაკებას დაიწყებს ძალთა გაერთიანების შესახებ ახალი მთავრობის შესაქმნელად. ორივე მთგანი პარლამენტში 200-დან 108 სადეპუტატო მანდატს მიიღებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე