სალომე ზურაბიშვილის თხოვნით, სვეტიცხოველში, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 17:34 | 09.10.2021
ნანახია: 546

საქართველოს პრეზიდენტის თხოვნით, სვეტიცხოვლის ტაძარში, ბათუმში კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„2021 წლის 9 ოქტომბერს, 23:30 საათზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თხოვნით, საქართველოს ერთიანობისა და მშვიდობისათვის აღევლინება შეკვეთილი წირვა.

ლიტურგიის შემდეგ ჩატარდება პანაშვიდი, 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულების საოხად, ასევე, აღევლინება პარაკლისი გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების, ბათუმის ტრაგედიის დროს დაშავებულების ჯანმრთელობისთვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე