მაშველებმა კორპუსის ნანგრევებში დარჩენილი კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს - სავარაუდოდ, ის ბოლო მსხვერპლია

საქართველო, თბილისი - 17:07 | 09.10.2021
ნანახია: 586

ბათუმში, მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი გარდაცვლილი ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ის ბოლო იყო, ვისაც ჩამონგრეულ შენობაში ეძებდნენ. 

საძიებო-სამაშველო ოპერაცია ბათუმში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებიდან რვა გარდაცვლილი ამოიყვანეს. გუშინ გვიან ღამით ნანგრევებიდან ამოყვანილი 36 წლის ქალი, დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე კლინიკაში რჩება ნანგრევებიდან ამოყვანილი 37 წლის კაცი, რომლის მდგომარეობა მძიმეა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე