ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა მძიმეა

საქართველო, თბილისი - 11:15 | 09.10.2021
ნანახია: 536

ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი 37 წლის მამაკაცი ბათუმის კლინიკა „მედცენტრში“ მართვით სუნთქვაზე რჩება, მისი მდგომარეობა მძიმეა.

ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს აქვს მრავლობითი მოტეხილობები და აღენიშნება ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი.

რაც შეეხება ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან გვიან ღამით ამოყვანილ 36 წლის ქალს, ის კლინიკაში დაახლოებით ერთი საათის წინ გარდაიცვალა.

ამასთან, ნანგრევებში მაშველებმა მიხუთი ცხედარი იპოვეს.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნანგრევებში მაშველები, სავარაუდოდ, კიდევ სამ ადამიანს ეძებენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე