ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ბათუმში, ნანგრევებში, სავარაუდოდ, ერთი გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 23:19 | 08.10.2021
ნანახია: 464

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში, სავარაუდოდ ერთი გარდაცვლილი იპოვეს, ინფორმაცია ზუსტდება.

„ორი ადამიანი ცოცხალი იქნა ამოყვანილი, მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ კონტაქტურები იყვნენ ორივე. ისინი არიან საავადმყოფოში. ერთი ადამიანის ცხედარია კიდევ ნანახი, დამიზუსტებენ ახლა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.

მანამდე მაშველებმა ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს.

ორივე დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე