ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს

საქართველო, თბილისი - 22:54 | 08.10.2021
ნანახია: 554


ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს. ის ნანგრევების ქვეშ დაახლოებით თერთმეტი საათი იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებული შშმ პირია, რომელიც მე-6 სართულზე ცხოვრობდა.

ამოყვანის პროცესს ადგილზე შეკრებილი ადამიანები ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ახლაც გრძელდება.

მანამდე მაშველებმა ნანგრევებიდან 33 წლის ქალი ამოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს ჩამოინგრა. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს და გადაიყვანეს კლინიკაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე