ბათუმში კორპუსის ნანგრევებში დაახლოებით 8 ადამიანს ეძებენ

საქართველო, თბილისი - 16:39 | 08.10.2021
ნანახია: 480

ბათუმში კორპუსის ნანგრევებში დაახლოებით 8 ადამიანს ეძებენ, - ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა სურმანიძემ „ბათუმელებთან“ საუბარში განაცხადა.

„ჩვენი სერვისცენტრის მენეჯერი და ამხანაგობის თავმჯდომარე ვის ოჯახებსაც დაეკონტაქტნენ, დაახლოებით 7-8 ადამიანი შეიძლება იყოს ნანგრვებში. ერთი მწოლიარე ქალია, რომელიც შესაძლოა იყო სახლში. ბავშვების ნაწილი სკოლაშია, ნაწილი ადამიანებისა სამსახურში. ასე რომ, 8 ადამიანია სავარაუდოდ ნანგრევებში,“- აღნიშნა ლელა სურმანიძე.

მისი თქმით, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე არავინ ცხოვრობდა. მე-6-7 სართულზე კი მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს, „აქედან გამომდინარე, ჯამში 12 ოჯახის საცხოვრებელია ჩამონგრეული“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე