ჩამონგრეულ სადარბაზოში 15-მდე ოჯახი ცხოვრობდა - ბათუმის ვიცე-მერი

საქართველო, თბილისი - 14:55 | 08.10.2021
ნანახია: 470

ბათუმის ვიცე-მერისა და მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრეულ სადარბაზოში 15-მდე ოჯახი ცხოვრობდა.

მისივე ცნობით, პირველი სართულის ერთ-ერთ ბინაში არავინ ცხოვრობდა. მეორე ბინაში კი სილამაზის სალონი იყო მოწყობილი.

ლელა სურმანიძე ირწმუნება, რომ კორპუსი საცხოვრებლად ვარგისი იყო. ამასთან, ბოლო ხანებში რაიმე სახის სამშენებლო სამუშაოებზე ნებართვა არ გაუციათ.

ზუსტი ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანია მოყოლილი ნანგრევებში, ამ დრომდე უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე