ნანგრევებში არიან ადამიანები. მაშველები აგრძელებენ მუშაობას - თორნიკე რიჟვაძე

საქართველო, თბილისი - 14:30 | 08.10.2021
ნანახია: 460

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ადასტურებს, რომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი.

მისი თქმით, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების სამძებრო-სამაშველო სამუშაო აქტიურად გრძელდება.

მისივე განცხადებით, მობილიზდება დამატებითი სამაშველო ძალები მეზობელი რეგიონებიდან. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რამ გამოიწვია ნგრევა.

"ძალიან მძიმე შემთხვევაა, ბავშვი გადაარჩინეს მაშველებმა, მაგრამ ნანგრევებში ადამიანები არიან. მაშველები აგრძელებენ მუშაობას, დამატებითი ძალების მობილიზება და ყველაფერი გაკეთდება რომ მოხდეს იქ დარჩენილი ადამიანების გადარჩენა.

ხდება კონტაქტი იქ დარჩენილ და მცხოვრებ ადამიანებთან, ვერსიებზე ვერაფერს გეტყვით, ყველაფერს გამოძიება დაადგენს. ახლა მთავარია ვუშველოთ იმ ადამიანებს, ვერსიები მოგვიანებით", - ამბობს თორნიკე რიჟვაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე