ბათუმში, ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მაშველებმა მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს

საქართველო, თბილისი - 12:34 | 08.10.2021
ნანახია: 485

ბათუმში, ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მაშველებმა მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ბავშვი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.  მანქანაში ასევე იმყოფებოდა ბავშვის დედაც, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

ავტომობილი, რომელშიც არასრულწლოვანი იჯდა, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში იყო მოყოლილი.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ კორპუსი ჩამოინგრა.

ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. როგორც იუწყებიან, ჩამონგრეულია 5-სართულიანი კორპუსის ერთი ნაწილი. ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, ჩამონგრევამდე აფეთქების ხმა გაისმა.

არსებული ინფორმაციით, სხვადასხვა რეგიონიდან ხდება სამაშველო ბრიგადების მობილიზება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე