საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:24 | 08.10.2021
ნანახია: 481

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 192-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 661 პირს დაუდასტურდა, 1 274 პაციენტი გამოჯანმრთელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე