მთხოვა მის უწმინდესობას გადავცე, რომ სამკერდე ჯვარი დაუბრუნონ - მიქაელ ბოტკოველი მიხეილ სააკაშვილზე

საქართველო, თბილისი - 17:18 | 07.10.2021
ნანახია: 569

პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტაზე უარი თქვა. ამ თემაზე მან ჟურნალისტებთან მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 მისი თქმით, მესამე პრეზიდენტს სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრა და არ შეუმჩნევია სისუსტე, რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ბოტკოველის თქმით, ის დარგის სპეციალისტი არ არის და ვერაფერს იტყვის.

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქთან თხოვნა დააბარა, დაუბრუნონ სამკერდე ჯვარი.

 "მთხოვა მის უწმინდესობას გადავცე, რომ სამკერდე ჯვარი დაუბრუნონ",  - თქვა მიქაელ ბოტკოველმა.

ფოტო: მთავარი არხი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე