ვარკეთილში ძლიერი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 11:42 | 07.10.2021
ნანახია: 501

ძლიერი აფეთქება თბილისში - ვარკეთილში, მესამე მიკრორაიონში სავარაუდოდ გაზი აფეთქდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

tv პირველის ინფორმაციით, ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია სახანაძრო სამაშველო ბრიგადები, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

დაშავებულია შუახნის ქალი, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. სამგორის გამგებლის ინფორმაციით, დაშავებული ქალი სახლის მეპატრონეა და მას გამგეობა შესაბამისი პროცედურების ფარგლებში, ფინანსურ ზარალსაც აუნაზღაურებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე