"საქართველოს ფოსტის" კამპანია "შექმენი შენი საავტორო საფოსტო ბარათი"
საქართველო, თბილისი - 10:56 | 06.10.2021 ნანახია: 718
"საქართველოს ფოსტა" იწვევს ნებისმიერ მსურველს, მოყვარულს თუ პროფესიონალ ფოტოგრაფს, "საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის" ფარგლებში გამოცხადებულ კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად.
კამპანია გულისხმობს საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ფოტოგრაფების თვალით დანახული საქართველოსა და მისი კულტურული მახასიათებლების წარმოჩენას, აგრეთვე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, ფოტოგრაფების პოპულარიზაციის ხელშეწყობას, მათ მიერ წარმოდგენილი ფოტომასალის საფოსტო ბარათებზე დატანის გზით.
ჩაები კამპანიაში, შექმენი შენი საავტორო საფოსტო ბარათი და გაუზიარე შენი საქართველო მსოფლიოს!
კამპანიის წესები და პირობები:
1.1. ვის შეუძლია კამპანიაში მონაწილეობის მიღება:
როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს;
სრულწლოვან ფიზიკურ პირს.
1.2. კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი მოთხოვნები:
მონაწილემ კამპანიის ფარგლებში უნდა წარმოადგინოს მისი ავტორობით შექმნილი ფოტომასალა;
ფოტომასლა უნდა ასახავდეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ბუნებას, ღირსშესანიშნაობებს ან/და სამზარეულოს (კერძებს);
ფოტო არ უნდა ასახავდეს პორტრეტს;
ფოტოს რეზოლუცია უნდა შეადგენდეს 300 dpi-ის, შესაბამისად უნდა იბეჭდებოდეს მაღალი ხარისხით A6 ფორმატზე (არაუმეტეს 1.240x1.748 პიქსელი).
1.3. რა მიზნით გამოიყენებს შპს „საქართველოს ფოსტა“ მონაწილეების მიერ წარმოდგენილ ფოტოებს?
„საქართველოს ფოსტა“ მონაწილეების მიერ წარმოდგენილი ფოტოებიდან შეარჩევს ფოტოებს და გამოიყენებს საფოსტო ბარათებზე და სხვა ნაბეჭდ პროდუქციაზე დატანის მიზნით. შესაბამისად, კამპანიის ფარგლებში შერჩეული ფოტოები ავტორის სახელისა და გვარის მითითებით, დატანილი იქნება სარეალიზაციოდ/მიმოქცევაში გასაშვებად/გასავრცელებლად განკუთვნილ საფოსტო ბარათებზე და სხვა ნაბეჭდ პროდუქციაზე, აგრეთვე სერვისცენტრების ბრენდირებისათვის.
1.4. ზოგადი პირობები
კამპანიის ფარგლებში ფოტოს წარმოდგენით მონაწილე „საქართველოს ფოსტას“ უსასყიდლოდ გადასცემს ფოტოს ნებისმიერი სახით გამოყენების უფლებას როგორც საქართველოს ტერიტორიის, ასევე მის ფარგლებს გარეთ განუსაზღვრელი ვადით, მათ შორის და არამხოლოდ: საფოსტო ბარათებზე და სხვა ნაბეჭდ პროდუქციაზე ფოტოს ესკიზის დატანის მიზნით;
კამპანიაში მონაწილეობის მიღებით მონაწილე აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ წარმოადგენს ფოტოზე საავტორო უფლების მფლობელს.
ყველა მონაწილის მიერ წარმოდგენილი ფოტო არ იქნება გამოყენებული წინამდებარე წესებსა და პირობებში განსაზღვრული მიზნით. „საქართველოს ფოსტა“ იტოვებს უფლებას, შეარჩიოს წარმოდგენილი ფოტოები სურვილისამებრ;
იმ მონაწილის სახელი და გვარი, რომლის ფოტოც იქნება შერჩეული საფოსტო ბარათებზე დატანის მიზნით, აღინიშნება საფოსტო ბარათებზე;
შერჩეული ფოტოს საფოსტო ბარათზე დატანამდე, მონაწილეს/ფოტოს ავტორს ეცნობება აღნიშნულის შესახებ;
კამპანია იწყება 2021 წლის 11 ოქტომბერს. ფოტოების მიღება წარმოებს 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით;
ფოტოების წარმოდგენა კამპანიის ფარგლებში მოხდება ელექტრონულად, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე ფოტოს გაგზავნის გზით: postcards@gpost.ge; ელექტრონული ფოსტის საშუალებით მონაწილეები მიიღებენ პასუხად დასტურს ფოტოს მიღების თაობაზე.
დამტებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ „საქართველოს ფოსტის“ ქოლ ცენტრს: 032 2 24 09 09.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















