ერთი დიდი ოჯახი - სარაგბო კლუბი "სოხუმის" ახალი ცხოვრება
საქართველო, თბილისი - 14:27 | 05.10.2021 ნანახია: 731
ჩვენი გუნდი ერთი დიდი ოჯახია, - ასე პასუხობენ "სოხუმის" სპორტსმენები კითხვას, რა აერთიანებთ სარაგბო კლუბში. უკვე 5 წელია სავარჯიშოდაც ამ განწყობით იკრიბებიან. ზუსტად ისე როგორც ოჯახის წევრებს შეეფერებათ, ერთმანეთის გვერდით დგანან და საერთო საქმისათვის თავს არ ზოგავენ. კლუბის შექმნის დღიდან იცოდნენ, რომ ასე, მხარდამხარ, უფრო დიდ წარმატებას მიაღწევდნენ. მერე რა რომ არ ჰქონდათ გუნდის ფორმა, არც გასახდელი და სკოლიდან ვარჯიშზე მისულებს გამოცვლა ღია ცის ქვეშ უწევდათ. დღეს უკვე კლუბი ახალი აღჭურვილობით ამაყობს. "თეგეტა თრაქ ენდ ბასის" დახმარებით "სოხუმის" მორაგბეები მოედანზე შესაბამისი ნომრით და ახალი სპორტული სამოსით გამოვლენ.
"მე მგონი, ახლა უფრო ბევრ შეხვედრას მოვიგებთ. ერთი სული მაქვს თამაშები როდის დაიწყება, რომ მოწინააღმდეგეს ახალი ფორმებით დავხვდეთ", - 14 წლის ზუზუ (ზუკა გაგუა).
ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი 30-ზე მეტი ბავშვით დაკომპლექტებული გუნდი შემოწირულობებით არსებობდა. ახალ ფორმაზე ყველა იმ კომპანიის და ადამიანის სახელია დატანილი, ვინც ამ წლებისგანმავლობაში კლუბს მცირედით მაინც დახმარებია, - სულ 100 შემომწირველი. წლევანდელი გენერალური სპონსორობა კი თავის თავზე "თეგეტა თრაქ ენდ ბასმა" აიღო.
"თეგეტა თრაქ ენდ ბასი" ჩაერთვება ყველა აქტივობაში ერთი წლის განმავლობაში. ძალიან გვიხარია, რომ მოზარდების მხარდამჭერები ვართ და მათ სპორტულ განვითარებაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს. განსაკუთრებული შეგრძნებაა, როდესაც ამ ბავშვების გაბრწყინებულ სახეებს ხედავ", - ამბობს "თეგეტა თრაქ ენდ ბასის" მარკეტინგის ხელმძღვანელი, თამარ კიკნაძე.
საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში უნდა მოხვედრა 13 წლის გიგა გვაძაბიას და მიზნის მისაღწევად თავს არ ზოგავს. ზოგი სპორტს გაყვება, ზოგიც სხვა პროფესიის არჩევას აპირებს, თუმცა იციან, რომ რაგბის სულ ითამაშებენ. კონკრეტული მიზეზი აქვს ამ გადაწყვეტილებას და ეს ყველაზე კარგად გუგა კუკავამ ერთი წინადადებით აგვიხსნა, როდესაც გვითხრა, - ეს კლუბი ჩემი გულის ნაწილიაო. სწორედ ასე, მთელი გულით შეეჭიდნენ გასახდელის მშენებლობასაც, როდესაც "თეგეტა თრაქ ენდ ბასისგან" დაფინანსება მიიღეს. ხელები დაიკაპიწეს და ხელოსნებთან ერთად, 10 დღეში გამოსაცვლელიც წამოჭიმეს. საჩვენებელი თამაშისთვისაც ახალი ფორმები უკვე ახალ, საკუთარი ხელით მოწყობილ სივრცეში მოირგეს.
"მოკლე, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით მივდივართ წინ", - გვიყვება კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ჯობავა. "იმის მიუხედავად, რომ კლუბის შექმნიდან დღემდე ბავშვებს ხის ქვეშ უწევდათ გამოცვლა, მოტივაცია არ დაგვიკარგავს. ახლა გუნდის ცხოვრებაში სიახლეებია, უფრო დიდი ენთუზიაზმით ვაგრძელებთ ვარჯიშსაც და თამაშებისთვის ვემზადებით", - კლუბ "სოხუმის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ჯობავა.

გუნდის დამფუძნებლების მთავარი იდეა ბავშვების არა მხოლოდ სპორტული განვითარება, არამედ მოზარდებისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნაა, რაც საბოლოო ჯამში ახალგაზრდების მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. წინ დიდი გეგმებია, - სარაგბო კლუბ "სოხუმის" პატარა სპორტსმენები ახლა საფესტივალო შეხვედრებისთვის ემზადებიან.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















