საქართველოში კორონავირუსის 2 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:22 | 05.10.2021
ნანახია: 429

საქართველოში კორონავირუსის 2 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 485 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 33 679 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 554, „პისიარ“ ტესტით – 10 125.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,31% ბოლო 14 დღის – 5,51%, ბოლო შვიდი დღის – 5,16%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 621 420 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 593 153 გამოჯანმრთელდა, 9 110 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 826 786 აცრა, დღიურად აცრილია 8 106.

კარანტინის რეჟიმშია 34, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 025 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 597 პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე