საქართველოში კორონავირუსის 1 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:18 | 03.10.2021
ნანახია: 519

საქართველოში კორონავირუსის 1 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 292 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 5.42%, ბოლო შვიდი დღის – 4.92%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 617 753 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 589 791 გამოჯანმრთელდა, 9 038 კი, გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე