საქართველოში ამ დროისათვის ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 27.9%

საქართველო, თბილისი - 13:33 | 29.09.2021
ნანახია: 512

საქართველოში ამ დროისათვის COVID-ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 27.9 %.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 29 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 774 769 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 978 640 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.4%. სრულად ვაქცინირებულია 796 129 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.9 %.  28  სექტემბერს აიცრა 12 469 ადამიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე