საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საგამომცემლო სფეროზე ონლაინლექციები ჩატარდება
საქართველო, თბილისი - 12:47 | 29.09.2021 ნანახია: 674
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით
5-8 ოქტომბერს, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში საგამომცემლო სფეროზე ონლაინლექციები გაიმართება. პროექტი ამერიკის საგანმანათლებლო და კულტურულ საქმეთა დეპარტამენტის (The Bureau of Educational and Cultural Affairs (ECA) სპიკერების პროგრამისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობით ხორციელდება. ლექციებს საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ.
„საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა და სტიმულირება, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საგამომცემლო სფერო მთელ მსოფლიოში, გამუდმებით იხვეწება და ახალ მიმართულებებს იძენს. „აუცილებლად მიგვაჩნია, სიახლეების შესახებ ინფორმაცია ჩვენს გამომცემლებსაც მივაწოდოთ და ამ გზით გავამდიდროთ მათი ცოდნა და გამოცდილება, რისთვისაც მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები შევარჩიეთ“,- ამბობს „თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.
ონლაინლექციების მსმენელი შეიძლება გახდეს ნებისმიერი, ვისაც საგამომცემლო სფერო აინტერესებს.
ლექციებს სხვადასხვა თემებზე, ამერიკული საგამომცემლო კომპანიების წარმომადგენლები ჩაატარებენ:
გამომცემლისა და ავტორის ურთიერთობა
სპიკერი, ჯეფ სეროი - კომუნიკაციების კონსულტანტი; გამომცემლობა Farrar, Straus and Giroux-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და კომუნიკაციების დირექტორი.
საგამომცემლო ბიზნესის ანა-ბანა
სპიკერი, ჯილ სქულმენი - გამომცმელობა Archipelago Books-ის დამაარსებელი.
საერთაშორისო შესაძლებლობები ქართველი გამომცემლებისთვის
სპიკერი, ბრიუს ნიკოლსი - გამომცემლობა Little, Brown and Company-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.
კომპანია „დისნის“ პრეზენტაცია
ვორკშოპი „დისნის“ საგამომცემლო მიმართულების სხვადასხვა სფეროებთან კვეთის შესახებ.
ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.
პოლიტიკა
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
- „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებულ რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, ჰააგის სასამართლო არ გვაშინებს, პირიქით, მათ სასამართლოდ გადავაქცევთ - თენგიზ შარმანაშვილი
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















