პასუხისმგებლობა რაზე უნდა ავიღო, დავაშავე რამე? - ვახტანგ გომელაური ფარულ ჩანაწერებზე

საქართველო, თბილისი - 13:17 | 27.09.2021
ნანახია: 491

რისი პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, რამე მოხდა? დავაშავეთ რამე?" - უპასუხა ჟურნალისტების შეკიკითხვებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მოსმენით მიღებულ ინფორმაციას ასახავს.  

გომელაურის თქმით, ის, რომ სუს-ი ვინმეს უსმენს, "ჟურნალისტების ინტერპრეტაციაა".

"ეგ თქვენი ინტერპრეტაციაა, უკანონო იყო რაც გავრცელდა? დაელოდეთ და ნახავთ პასუხს. ნუ ხართ სულსწრაფები",  - ამბობს გომელაური.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე