საქართველოში ამ დროისათვის სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 27.0%

საქართველო, თბილისი - 13:49 | 26.09.2021
ნანახია: 498

საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID-ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 27.0%.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 26 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 742 547 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 970 307 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.2%-ი. სრულად ვაქცინირებულია 772 240 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.0%-ი. 25 სექტემბერს აიცრა 12 402 ადამიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე