ქალი, რომელმაც გახარიას კოკაინი გაასინჯა, მისი პარტიის საარჩევნო სიაშია - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 18:05 | 24.09.2021
ნანახია: 656

ქალი, რომელმაც გიორგი გახარიას კოკაინი გაასინჯა, მისი პარტიის საარჩევნო სიაშია - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

კობახიძის თქმით, "ეს ქალბატონი არასდროს ყოფილა "ქართული ოცნების" წევრი.

"ისაა თბილისის საკრებულოს სიაში, თუმცა, რა თქმა უნდა, გვარის დაკონკრეტებას მოვერიდები. ეს ქალბატონი არასდროს ყოფილა "ქართული ოცნების" წევრი, მაგრამ ის არის საკრებულოს სიაში გახარიას პარტიიდან", - თქვა კობახიძემ.

ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის - როდის გაასინჯა გახარიას ქალმა კოკაინი? - კობახიძემ უპასუხა: "მას შემდეგ, რაც პარტიიდან და ხელიდან წავიდა".

შეგახსენებთ, გუშინ, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გახარიას "ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა პირველად კოკაინი და ამის შემდეგ აქვს მას ეს პრობლემა".

"რეალურად 18 თებერვლის შემდეგ ხდება ეს ყველაფერი, სადღაც მარტი-აპრილიდან", - დასძინა კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე