კატასტროფების შედეგად 2021 წელს, 20 მლნ ადამიანი დაზარალდა

საქართველო, თბილისი - 17:51 | 23.09.2021
ნანახია: 383

გაეროს გენერაურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოს ხსდომაზე განაცხადა, რომ  2021 წელს კლიმატის ცვლილებების შედეგად გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების გამო, მსოფლიოში თავიანთი სახლების დატოვება მოუხდა 20 მილიონზე მეტ ადამიანს.

„გასულ წელს, 30 მილიონზე მეტი ადამიანი გახდა გადაადგილებული პირი კატასტროფების შედეგად, რომელიც კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება“, - განაცხადა გუტერეშმა.

მისი თქმით, განვითარებულმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ თავიანთი დაპირება და გამოყონ 100 მლრდ დოლარი კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის დასაფინანსებლად.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე