პრემიერ-მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 16:56 | 05.02.2016
ნანახია: 1590

ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაცია და ამ პროცესში ნიდერლანდების სამეფოს, როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის მხარდაჭერის განსაკუთრებული მნიშვნელობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და            ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო დასრულუფლებიანი ელჩის, იოს დაუმას შეხვედრის მთავარი თემები.  

გიორგი კვირიკაშვილმა დიპლომატს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ნიდერლანდების სამეფო, ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელების კუთხით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა.

საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის საერთო პრიორიტეტებს და თანამშრომლობას ინოვაციური განვითარების მიმართულებით.

შეხვედრას ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილე ფლორ ნაუტენ-ელზინგა დაესწრო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე