ბანკებით სირბილს ურჩევნია, შეეშვას კოკაინს, ეს მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის - კობახიძე გახარიაზე

საქართველო, თბილისი - 15:13 | 18.09.2021
ნანახია: 448

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმიანება გიორგი გახარიას მიერ ნარკოტესტის შედეგების გამოქვეყნებას.

კობახიძის განცხადებით, გახარიამ ნარკოტესტი მაინცდამაინც იმ კლინიკაში გაიკეთა, რომელსაც პოლიტიკური სკანდალი უკავშირდება და ეს ყველაფერზე მეტყველებს.

"მთელ ევროპაში არის ერთადერთი კლინიკა, რომლის სახელსაც უკავშირდება პოლიტიკური სკანდალი სამედიცინო კვლევის გარშემო. ეს არის ძალიან ცნობილი სკანდალი, ვიქტორ იუშენკოს სკანდალი, როდესაც კლინიკის მთავარი ექიმი გადადგა იმის გამო, რომ დაუპირისპირდა მენეჯმენტს. მენეჯმენტი მას სთხოვდა კვლევის გაყალბებას. ეს არის ერთადერთი პოლიტიკური სკანდალი, რომელიც უკავშირდება ევროპულ კლინიკას და მაინცდამაინც ამ კლინიკაში გააგზავნა საკუთარი ბანკა, როგორც ის ამბობს ხოლმე. ეს ყველაფერზე მეტყველებს, მაინცდამაინც ის კლინიკა შეარჩია, რომელსაც უკავშირდება პოლიტიკური სკანდალი.

ეს, ბუნებრივია, ყველაფერზე მეტყველებს. ასეთი "ბანკებით სირბილს ურჩევნია, შეეშვას კოკაინს, ეს არის მნიშვნელოვანი მისი ჯანმრთელობისთვის“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე