რუსეთის საგარეო უწყებამ პოლონეთში საბჭოთა ჯარების შეჭრას „გამათავისუფლებელი კამპანია“ უწოდა
საქართველო, თბილისი - 22:44 | 17.09.2021 ნანახია: 626
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1939 წელს პოლონეთში საბჭოთა ჯარების შეჭრას „გამათავისუფლებელი კამპანია“ უწოდა. უწყების მიერ Twitter-ზე გავრცელებულ ვიდეორგოლში ნათქვამია, რომ წითელი არმიის შესვლის შემდეგ „გათავისუფლდა დასავლეთ ბელარუსი და დასავლეთ უკრაინა, რომელიც ოკუპირებული იყო პოლონეთის მიერ 1920-21 წლებში, უკრაინელი და ბელარუსი ხალხი კი წითელ არმიას ხვდებოდა, როგორც ნამდვილ განმათავისუფლებლებს“.
ვიდეორგოლში ამტკიცებენ, რომ შეჭრა აუცილებელი იყო, ვინაიდან 1939 წლის 17 სექტემბრისთვის პოლონეთის მთავრობა რუმინეთში გაიქცა.“პოლონეთმა ფაქტობრივად, შეწყვიტა არსებობა, როგორც სახელმწიფომ“, და მოსკოვს არ შეეძლო იმის დაშვება, რომ ჰიტლერს დაეპყრო ამ ქვეყნის მთელი ტერიტორია, რადგან „ეს გააუარესებდა საბჭოთა კავშირის პოზიციებს დასავლეთის მიმართულებით“.
„გამათავისუფლებელი კამპანია“
„1939 წლის 17 სექტემბერს წითელმა არმიამ დაიწყო გამათავისუფლებელი კამპანია პოლონეთის ტერიტორიაზე. საბჭოთა ჯარები კერზონის ხაზზე გავიდნენ და ვერმახტს მინსკთან მისვლის საშუალება არ მისცეს. დასავლეთ ბელარუსისა და დასავლეთ უკრაინის მოსახლეობა საბჭოთა ჯარისკაცებს სიხარულით ხვდებოდა“, - ნათქვამის რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ვიდეოს მინაწერში.
ვიდეოს ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ კამპანიის დაწყებამდე საბჭოთა კავშირმა ნაცისტური გერმანიის ფონზე „პოლონეთს არაერთხელ შესთავაზა ორმხრივი დახმარების შესახებ შეთანხმების გაფორმება“, თუმცა ამის ნაცვლად „გამოხატავდა ნაცისტების აგრესიული პოლიტიკის მხარდაჭერას, რომელიც შეესაბამებოდა მის ექსპანსიურ გეგმებსაც“.
საბჭოთა კავშირმა წითელი არმიის კამპანიის შემდეგ თავის შემადგენლობაში მოაქცია ტერიტორეიბი (შემდეგ გახდა ბელარუსის დასავლეთ ოლქი და უკრაინის სსრ). ეს ტერიტორიები პოლონეთს შეურთდა 1919-21 წლებში საბჭოთა კავშირი-პოლონეთის ომის შემდეგ. პოლონეთისადმი ამ ტერიტორიების კუთვნილება დაფიქსირებულია რიგის სამშვიდობო შეთანხმებით, რომელსაც ხელი მოაწერეს პოლონეთმა, რსფსრ-მა და უკრაინის სსრ-მ.
საიდუმლო პროტოკოლი
პოლონეთში სსრკ-ს შეჭრას წინ უსწრებდა საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერა. მას დართული ჰქონდა საიდუმლო პროტოკოლი, სადაც მხარეები თანხმდებოდნენ აღმოსავლეთ ევროპაში ინტერსების სფეროების გაყოფაზე, მათ შორის „პოლონეთში შემავალი ოლქების ტერიტორიულ-პოლიტიკური გადაწყობის შემთხვევაში.
შედეგად პოლონეთის ომამდელი ტერიტორია გაიყვეს საბჭოთა კავშირმა და გერმანიამ, დაახლოებით პროტოკოლში აღნიშნული საზღვრების შესაბამისად.
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში - არჩილ გორდულაძე
- თავისუფლების მეგობრები დამწუხრებული არიან ანტიამერიკული "ქართული ოცნების" მხარდაჭერით ირანის ტერორისტული რეჟიმის მიმართ - ჯო უილსონი
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
სამართალი
- თელავში, ორსულ მეუღლეზე ძალდობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავეს
- მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მოუწევთ, ქვას ქვაზე დავადუღებ - ეკა კუპატაძე
- გურიაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- პენტაგონი ირანში ხანგრძლივი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება - Washington Post
- თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ამის აღიარების ეშინია - დონალდ ტრამპი
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















