კომპანიამ „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ უნიკალური მუხის 1000 ნერგი დარგო
საქართველო, თბილისი - 15:53 | 15.09.2021 ნანახია: 768
ჩვენს პლანეტაზე არსებულმა გლობალურმა პრობლემებმა ეკოლოგიაზე ზრუნვის საჭიროება გააჩინა. სწორედ ამიტომ თანამედროვე სამყაროში გარემოსდაცვითი საკითხები სულ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდა აქტუალური. მსოფლიოში ნელ-ნელა გამოჩნდნენ ეკომეგობრული კომპანიებიც, რომელთათვისაც ეკოლოგია და, ზოგადად, ეს თემა ისეთივე მნიშვნელოვანი გახდა, როგორიც ეს გარემოსდამცველი თუ ცალკეული ინდივიდებისთის.
„ტოიოტა ცენტრ თეგეტას“ მწვანე არჩევანი
ჯერ კიდევ 2015 წელს „ტოიოტამ“ მსოფლიოს გამოწვევას უპასუხა და უმნიშვნელოვანესი პროექტი „ეკოგამოწვევა 2050“ წამოიწყო, რომელიც ჰიბრიდულ, ელექტრო და წყალბადის ძრავით აღჭურვილ ავტომობილებზე ფოკუსირებას, საწარმოო ნარჩენების გონივრულ მართვასა და ეკოსისტემასთან ჰარმონიულ თანაარსებობას გულისხმობს. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე „ტოიოტა ცენტრმა თეგეტა“ 2019 წლიდან მწვანე გზა აირჩია, ამ გლობალურ კამპანიაში ჩაერთო და ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვების წახალისებას შეუდგა. აღნიშნულ წამოწყებას 2021 წელს ტოიოტა ცენტრი ბათუმიც შეუერთდა. ტოიოტა ცენტრი თეგეტას მარკეტინგის მენეჯერი თეა მანჯავიძე ეკომეგობრული კომპანიის მიერ განხორციელებული კამპანიის შესახებ გვიყვება
„უკვე 2 წელია ყველა მომხმარებელი, ვინც „ტოიოტა თეგეტაში“ ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილ მოდელს შეიძენს, „მწვანე გზის კლუბის“ წევრი ხდება, საჩუქრად გადაეცემა გამწვანების ბარათი, ხოლო ჩვენი კომპანია მის სახელზე აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე გადაშენების პირას მყოფ მუხის ნერგს რგავს. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ამ კამპანიით გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს უმნიშვნელოვანეს პროექტს უერთდება, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს და აჯამეთის დაცულ ტერიტორიებზე იმერული მუხის აღდგენას გულისხმობს“.
აღდგენილი იმერული მუხა
საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი, გადაშენების პირას მყოფი იმერული მუხა აჯამეთის აღკვეთილის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. „ტოიოტა ცენტრ თეგეტამ“ კი უკვე ამ უნიკალური მუხის 1000 ძირი დარგო. როგორც თეა მანჯავიძე ამბობს ეკომეგობრული კომპანია გარემოზე ზრუნვას კვლავაც აგრძელებს.
„ეს არ არის ერთჯერადი პროექტი, რა თქმა უნდა, მას პერმანენტული ხასიათი ექნება. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ წვლილი შეგვაქვს ეკოლოგიაზე ზრუნვაში და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ხეების დარგვის პროცესში ჩვენი მომხმარებელიც აქტიურად ჩაერთვება. “
ადამიანები ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის
თანამედროვე სამყაროში ადამიანები ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე - სურვილის მიუხედავად ეკოლოგიაზე და უკეთესი გარემოს შექმნაზე ზრუნვას ხშირად ვერ ახერხებენ. გამწვანების პროექტი „ტოიოტა ცენტრ თეგეტას“ მომხმარებელს ამ სურვილის ასრულებაში და ამ მიზნისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარა. ტოიოტა ცენტრი ბათუმის მომხმარებელი - ნინო შავაძე, მწვანე გზის პროგრამას ერთერთი პირველი შეუერთდა.
„ყოველთვის მინდოდა, რომ გარემოზე ზრუნვაში ჩემი წვლილი შემეტანა, თუმცა ამას ვერასდროს ვახერხებდი. „ტოიოტა ცენტრ თეგეტას“ გამწვანების პროექტი კი ამის საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა. სწორედ იმ დროს, როდესაც ახალი მანქანის შეძენა გადავწყვიტე, ბათუმში ტოიოტას ოფიციალური ცენტრი გაიხსნა, რომელიც ასევე ჩართულია ამ კამპანიაში. ბევრი არც მიფიქრია და ჩემი არჩევანი ჰიბრიდზე შევაჩერე. გარდა იმისა, რომ ახალი, ეკოლოგიური მანქანით დავდივარ და გარემოს ისედაც ნაკლებად ვაბინძურებ, პარალელურად ჩემ მიერ გავლილ კილომეტრებთან ერთად ხეები ირგვება.
ეკომეგობრული კომპანიების მხრიდან აქტიურობა საზოგადოებაში ცნობიერებას ამაღლებს და მოტივაციას ზრდის. „ტოიოტა ცენტრ თეგეტას“ მომხმარებელი ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილის შეძენისთანავე გზას მწვანე მომავლისკენ ირჩევს და უპირატესობას ეკოლოგიურად სუფთა სამყაროში ცხოვრებას ანიჭებს.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















